აბაშაში ჩიქოვანის, ჯორჯიკიასა და თავისულების ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

07/07/2017

აბაშაში ჩიქოვანის, ჯორჯიკიასა და თავისულების ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: ტროუარებზე შემორჩენილი ასფალტის ფენისა და ამორტიზებული ბეტონის წყალსაწრეტი არხების დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის არხების, არხის ზემოთ გადასასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას. ყოფილი არქივიდან ეკლესიამდე, კულტურის სახლის (ჩიქოვანის ქ.), I საჯარო სკოლისა (ჯორჯიკიას) და ყოფილი უნივერმაღის (თავისუფლების ქ.) მიმდებარედ დეკორატიული სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფილებით 624 მეტრი ტროტუარი და 750 მეტრამდე რკინა-ბეტონის არხი მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილე კუკური ლასარეიშვილმა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ელ-ტენდერში (spa170004553) გამარჯვებული შ.პ.ს. „ჯი ემი JM“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82352 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0