აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნები დამონტაჟდა

21/08/2017

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სამიმოსვლო გზებზე სიჩქარის შეზღუდვისათვის ხელოვნური უსწორმასწორობა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. ქვეითთა და მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის მოძრაობა შეიზღუდა: სოფ. საგვაზაოს სკოლასთან, სოფ. ქოლობნის სკოლასა და ბაღთან, სოფ. ტყვირის სკოლასთან, სოფ. პირველი მაისის სკოლასა და ბაღთან, სოფ. ეწერის სკოლასთან და ბაღთან, ნოღოხაშის სკოლასთან და სოფ. ონტოფოს ხიდთან.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 200 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0