აბაშის მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე გზის სამუშაოები დასრულდა

11/08/2017

აბაშის მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა. გზები დაიგო შემდეგი მიმართულებით: ქ. აბაშაში, 26 მაისისა და დ. კაჭარავას შემაერთებელი გზა, სოფ. ქოლობნის ცენრიდან სოფ. გეზათის მიმართულებით, სოფ. საგვაზაოს სკოლიდან სოფ. ძიგურის მიმართულებით და სოფ. ზანათში მდ. აბაშის ხიდიდან სკოლის მიმართულებით მიმავალი გზები. დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებმა. პროექტი დააფინანსა „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდმა“, აღნიშნული სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია სს. “არქეოპოლისი“-მა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0