აბაშიძე-კარასინის ფორმატი გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ”წითელ ხაზში” არ არის, – ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების მნიშვნელობის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ჯანელიძემ განმარტა, ამ ფორმატში იხილავენ საკითხებს, რომელიც უკავშირდება სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობებს. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 7 თებერვალს არის დაგეგმილი.
”აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრები რჩება კვლავ აქტუალური. ამ ფორმატში როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვიხილავთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობებს. ამჯერადაც, დაგეგმილია გარკვეული სატრანსპორტო საკითხების განხილვა. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ”წითელ ხაზში” არ არის და რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ასეთი რეგულარული კომუნიკაცია. აღნიშნული საკითხები იქნება განხილული მომავალ შეხვედრაშიც”, -განაცხადა ჯანელიძემ.