აგარაკის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

03/08/2017

ბათუმში ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად კეთილმოეწყობა 18 ქუჩა. კერძოდ, ბაქრაძის, აგარაკის , ნონეშვილის, კაზინეცის, ქათამაძის, შინდისის, შრომის, დიასამიძის, თამარ მეფის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძისა და ძმები ნობელების ქუჩები, ნონეშვილის, ქათამაძის, თამარ მეფისა და ჭიჭინაძის ჩიხები და ძმები ნობელების I და II შესახვევი. ამ ეტაპზე, სამუშაოები აგარაკის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც უკვე შეიცვალა გრუნტი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ამჟამად, მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პარალელურად, კაზინეცისა და ძმები ნობელების ქუჩებზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. ბარცხანის ქუჩების სრული კეთილმოწყობა 2018 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 484 ათასი ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0