აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება

30/04/2020

სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები. ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს:

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში);
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში;
აჭარაში-3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი);
ქვემო ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი მარნეულში;
თბილისში-3 აგრარული ბაზარი;
იმერეთის რეგიონში – 7 აგრარული ბაზარი (ქუთაისში-2, ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში, ჭიათურაში)
კახეთის რეგიონში-4 აგრარული ბაზარი (თელავში, წნორში, ლაგოდეხში-2);
შიდა ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი გორში;
გურიის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0