აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომპანია „სილქედვაისის“ ჩინეთის ფილიალის ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, „შანხაის ჭენგცინის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოების“ უფროს მრჩეველს, ქართული კომპანია „სილქედვაისის“ ჩინეთის ფილიალის გენერალურ დირექტორს იენდე სიუს შეხვდა.
შეხვედრა ჩინეთ-საქართველოს შორის ტურიზმის, ინდუსტრიის, ინვესტიციების, ვაჭრობის, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სამომავლოდ განვითარებას, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებდა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საინვესტიციო პროექტებს. მოგეხსენებათ, 2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი წელია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. რითაც ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მივეცით, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზერზე გაიტანონ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

დასასრულს, აღინიშნა რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მოკლე დროში ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციების მზარდი დინამიკა შეიმჩნევა. 2016 წელს 4 307 825 და 2017 წელს 6 086 733 ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული.

Visited 102 times, 1 visit(s) today