აგრობარათების დარიგება მცხეთა მთიანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

12/06/2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე,მანანა ნარიმანიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ ილია თამარაშვილთან ერთად გაეცნო. აგრობარათების დარიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ბარათზე დარიცხული ქულები ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ დახმარებას გულისხმობს. სახელმწიფოს თანამონაწილეობა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ნაკლები დანახარჯებით, შეუფერხებლად გააგრძელონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მიიღონ მოსავალი. მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილის, მანანა ნარიმანიძის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერები პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები. 20 მაისიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. ფერმერებმა ბანკში ვიზიტის დროს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ ბანკს როცა პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ვებ-პორტალზეmyliberty.ge გადაამოწმებენ ინფორმაციას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული200 ქულით. 1,25-დან10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული150 ქულაა. პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის20 მაისამდე შეეძლებათ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0