ადამიანებს, რომლებსაც წარმოგიდგენთ, ზურგს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება უმაგრებთ

01/09/2017

მაღალი პასუხისმგებლობა, პრობლემების გამკლავების უნარი და ქალაქის გაუმჯობესების მიზანი – სწორედ ამ ნიშნითაა შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ გუნდი თბილისის საკრებულოში. ადამიანებს, რომლებსაც წარმოგიდგენთ, ზურგს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება უმაგრებთ. თითოეული მათგანი მზადაა, საკუთარი ცოდნა და ენერგია თბილისისა და თბილისელების სამსახურს მოახმაროს, რათა თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად იქცეს.
მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება, ვაკე – გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი – თემურ გორგაძე; ისანი – ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორი – გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევი – თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთი – რიმა ბერაძე; დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანი – შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“, ანუ კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ძლიერი თვითმმართველობები გვყავდეს და ქვეყნის თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისთვის კი, ახალი ენერგია გვჭირდება. დღევანდელობა განახლებულ დღის წესრიგს და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია მზადაა, ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს.
მჯერა, ჩვენი თითოეული კანდიდატი მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას მოიპოვებს და ხალხის იმედს ბოლომდე გაამართლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0