ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ბლოკის სახით მონაწილეობას არ მიიღებს

08/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ბლოკის სახით მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჩვენ იმდენად ნეგატიურად ვართ განწყობილი ზოგადად, ბლოკის ფენომენის მიმართ, რომ არ მგონია,ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ არჩევნებისთვის – განსაკუთრებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0