ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნათა პაკეტს წარადგენს

26/07/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნათა პაკეტს წარუდგენს.
როგორც ანა დოლიძემ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, პრეზიდენტის ყველა ვეტო აქამდე გამიზნული იყო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის დემოკრატიული წყობილების დასაცავად და ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდა, პარლამენტიდან შემოსული კანონებით პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებდა კანონებს პარლამენტს. ამ შემთხვევაშიც, ანა დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიზანია, საქართველოს პარლამენტს და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებები მოიტანს.
“ამ შედეგს ჩვენ დავინახავთ უახლოეს მომავალში და ვეტო ერთერთი საშუალებაა რისი მეშვეობითაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს ეს ცვლილებები, რომელიც მას დაგეგმილი აქვს”,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0