„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც უმრავლესობის შექმნისთვის დაწესებული ვადის გაუქმებას შეეხება. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ეძლევა, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, უარი თქვას საკრებულოს კომისიის წევრობაზე. კანონპროექტი მეორე ცვლილებასაც ითვალისწინებს. კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები შემოდის. კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით კანონპროექტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

Visited 13 times, 1 visit(s) today