ადგილობრივი ხელისუფლება 175 ოჯახს საშეშე მერქნით დაეხმარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, დღის წესრიგში ბენეფიციარების შეშით უზრუნველყოფის საკითხი დადგა. ამ ეტაპზე საშეშე მერქნით სხვადასხვა კატეგორიის 80 ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი. ნანა ბიწაძე ერთ-ერთია, რომელსაც სიცივეში ყოფნა აღარ მოუწევს, რადგან მასზე ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ იზრუნა და ორკუბამეტრნახევარი რცხილის საშეშე მერქანი სახლში მიუტანა. საშეშე მერქნით სულ 175 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოციალურად დაუცველთა დახმარება მათი განცხადების საფუძველზე მოხდა, აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისთვის შეშის მიტანის პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ჯანმრთელობისა სოციალური სამსახურის უფროსი დაესწრნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №76 განკარგულების და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, მეორე წელია ხორციელდება შეშით უზრუნველყოფის პროგრამა დაბასა და ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და უკიდურესად შეჭირვებული მრავალშვილიან ოჯახებზე.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელდება საშესე მერქნით დახმარების პროგრამა და წელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა კატეგორიის 175 ოჯახს ცივი ზამთრის თბილად გატარება მოუწევს. მუნიციპალიტეტმა პროგრამა შარშან აამოქმედა და 140 უჯახს გაუწია დახმარება. წელს კი ბენეფიციართა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა. ჩვენი პროგრამის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 179 times, 1 visit(s) today