ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

18/06/2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება სახურავი და მოეწყობა ახალი იატაკი. პროექტის საერთო ღირებულება 32 000 ლარს შეადგენს. აქტიურ ფაზაშია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაში სასაფლაომდე მისასვლელი 317-მეტრიანი ბეტონის გზის მშენებლობისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება 93 943 ლარია. აღნიშნული პროექტიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ლელოვანი-ამხერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხების, სოფელ ქვემო ენთელში სანიაღვრე არხებისა და სოფელ გორგულში საავტომობილო გზის სამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები. პროექტების ღირებულება 121 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მათი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება.
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ფხერო-შოყა-ოქროს ციხის დამკავშირებელი ასფალტ-ბეტონის 2,6 კმ სიგრძისა გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა კიუეტი, მილ-ხიდები და გაბიონები. პროექტის განხორციელებისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1240 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბერში იგეგმება. ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0