ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

27/10/2017

ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია 10 ივნისს უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
მიმდინარეობს რამდენიმე ხიდის მშენებლობა, მოიხრეშა შიდა გზები, მოეწყო მილ–ხიდები, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი რკინა–ბეტონის კედლისა და გაბიონების მშენებლობა.
შესრულებული სამუშაოები რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის და ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0