ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეოთხე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

20 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეოთხე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე არჩეული იქნა საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები.
საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე დასახელდა მხოლოდ იმედა მღებრიშვილის კანდიდატურა. გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 29 წევრმა, საკრებულოს 29 წევრიდან იმედა მღებრიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 25-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 3 საკრებულოს წევრი, ბათილად იქნა ცნობილი 1 ბიულეტინი.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა თამაზ ძაძამიას კანდიდატურა, რომელიც არჩეულ იქნა ხმათა უმრავლესობით.
ასევე პირველ სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს ხუთი კომისიის თავმჯდომარე. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საკრებულოს წევრი ზაზა მღებრიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ლაზარე ჩილინგარაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ინა კაპანაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გახდა დავით აბულაძე, ხოლო გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ენდელაძე.

Visited 252 times, 1 visit(s) today