ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები უკვე 27 სოფელში გაიმართა

07/02/2024

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024”-ის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებს დაესწრო. ჭეჭლის და მოხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები განიხილეს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სოფლის კრებებს, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, მარინა გაჩეჩილაძე, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები უკვე 27 სოფელში გაიმართა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024”-ის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი რეგიონის მასშტაბით, ექვსივე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება და თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0