ადიგენში სპორტული ფესტივალის შესარჩევი ტურნირი დასრულდა

18/05/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზებით გამართული სპორტული ფესტივალის შესარჩევი ტურნირი დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სპორტული აქტივობები: საბავშვო ქუჩის ფეხბურთი, საბავშვო ქუჩის კალათბურთი, ჭადრაკი და სპრინტი. წარმოდგენილ სახეობებში შეჯიბრებები გაიმართა როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს შორის.
საბავშვო ქუჩის ფეხბურთში ვაჟებს შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველობა დაბა ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, ხოლო გოგონებს შორის დიდი სმადის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. სპრინტში ვაჟებს შორის პირველობა არავის დაუთმო ვარხანის საჯარო სკოლამ, გოგონებს შორის კი გამარჯვება დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონალურ ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს საქართველოს 12 რეგიონიდან 8 დღით უმასპინძლებს ,,მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში, სადაც საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0