ადმინისტრაციაში, მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. სამუშაოს ანგარიში წარმოადგენდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
პრეზენტაციას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
მონიტორინგის ჯგუფმა დეტალურად განიხილა თითოეული პროექტის მიმდინარეობა, გამოიკვეთა გარკვეულ ხარვეზები რამდენიმე პროექტის შემთხვევაში და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად. რწმუნებულმა, საქმის არაჯეროვნად შემსრულებელთა მიმართ, მკაცრი და დროული რეაგირებისკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა რომ პირადად გააკონტროლებს თითოეული პროექტის მიმდინარეობას და მიიღებს გარკვეულ ზომებს არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით ადმინისტრაციაში შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც, რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ მონიტორინგს უწევენ.

Visited 59 times, 1 visit(s) today