ავიაკომპანია „პეგასუსის“ საბორტო ჟურნალი თბილისის ტურისტულ პოტენციალს ეთმობა

05/08/2017

თურქული ავიაკომპანიის „პეგასუსის“ საბორტო ჟურნალის Flypgs.com Magazine 2017 წლის აგვისტოს ნომერში საქართველოს ვრცელი სტატია დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა თბილისის ფოტო სახელწოდებით „Encounter of Different Cultures – Tbilisi“.
ნომერში განთავსებულია ვრცელი რეპორტაჟი თბილისის შესახებ, ასევე თურქეთში საქართველოს ელჩთან ინტერვიუ. ჟურნალი საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს მიეძღვნა.
„პეგასუსის“ მგზავრებს აგვისტოს თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჟურნალში მოცემულ მასალას საქართველოს შესახებ, მათ შორის თბილისის ღირსშესანიშნაობების ფოტო კოლაჟს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პეგასუსი მსოფლიოს 105 მიმართულებით ოპერირებს. საბორტე ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა კი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციასა და საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0