ავიაკომპანია „ANDA Air“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

17/05/2017

საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია – „ANDA Air“-ი ზაფხულიდან დაიწყებს. უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს.
ავიაკომპანია „ANDA Air“-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2 სიხშირით ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-სიხშირით ოთხშაბათობით იფრენს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0