ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ირანული ავიაკომპანია „Zagros Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის და თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას ირანული ავიაკომპანია 17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.
ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

Visited 215 times, 1 visit(s) today