ავიაციის გამოყენებით 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა, ავიაციის გამოყენებით სამეგრელოს და გურიის რეგიონებში მიმდინარეობს. სამეგრელოს რეგიონში, აბაშის და ხობის მუნიციპალიტეტებში 1000 ჰექტარი ფართობია უკვე დამუშავებული. საავიაციო წამლობა იწყება გურიის რეგიონშიც. ავიაციის მეშვეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობების და დიდი მასივების შეწამვლაა დაგეგმილი.
ავიაციის პარალელურად თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს (აბაშის,ხობის,ზუგდიდის,წალენჯიხის,მარტვილის,სენაკის მუნიციპალიტეტები) ,გურიის(ლანჩხუთის, ოზურგეთის,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) და იმერეთის (სამტრედიის,ხონის მუნიციპალიტეტები) რეგიონებში. დღევანდელი მდგომარეობით,მავნებლის საწინააღმდეგოდ 90 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით 13 სექტემბრიდან მიმდინარეობს. საავიაციო შეწამვლითი სამუშაოები დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება.

Visited 195 times, 1 visit(s) today