ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10/09/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებს. 10 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი მოპირკეთდება ბეტონით; აღდგება სათავე ნაგებობისა და წყალაღების კვანძი; მაგისტრალური არხის საპროექტო კვეთი; არსებული წყალგამყოფი და წყალგამტარი ნაგებობები; საკარმიდამო ნაკვეთებში მოეწყობა გამანაწილებელი ქსელი. მიმდინარე სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 1100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 754 998 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0