ავსტრიის მხარე საქართველოსთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს

15/07/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო, ინტეგრაციისა და ევროპის ფედერალური სამინისტროს იურიდიულ და საკონსულო საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ელიზაბეტ ტიხი-ფისლბერგერს შეხვდა. შეხვედრა 14 ივლისს, ქ.ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ავსტრიის მხარემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ევროპარლამენტარები და ევროპული ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები ჩამოდიან და ადგილზე ეცნობიან საქართველოს, მის კულტურასა და წარმატებულ რეფორმებს. სტუმარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ავსტრიული მხარე ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს დიპლომატიურ მხარესთან და გამოითქვა მზადყოფნა, რომ სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარების მიზნით ავსტრიამ საქართველოდან წარმომადგენლობას უმასპინძლოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0