ავტობანის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

03/04/2017

ქობულეთის სანდასუფთავების ორგანიზებით საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მეეზოვებმა სოფელ გვარას მიმდებარედ ავტობანის ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქციები პერმამენტულად გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის დასუფთავების მიზნით ქობულეთის სანდასუფთავება ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებას იწყებს. უახლოეს მომავალში უწყებაში საშტატო ერთეულების დამატება იგეგმება. რეგულარულად დასუფთავდება ქალაქის უბნები და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები. მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებულია 4 ახალი ნაგავმზიდის შესყიდვა. ახალი ტექნიკის შეძენის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ჯამში 15 ერთეული სპეცტექნიკა მოემსახურება, ასევე იგეგმება ქობულეთის ნაგავსაყრელის რეაბილიტაციაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0