ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლუგელას ხეობაში 4 ადამიანი დაიღუპა

21/07/2016

წუხელ, გვიან ღამით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში უბედური შემთხვევა მოხდა . მორებით დატვირთული ”კამაზის” ტიპის ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, კლდეს შეეჯახა და გადმობრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილებიდან 2 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, 2 კი ჩინური კომპანიის მიერ დაქირავებული მეტყევეები არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
უბედური შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამ წუთებში გარდაცვლილების ხეობიდან გადმოსვენების სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0