ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ბლექ სი არენაზე” დაგეგმილ მასშტაბურ კონცერტებზე ისაუბრა.

„იცით, რომ უკვე წარმატებით დასრულდა, კულტურის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე, ასევე ადმინისტრაციაც – „ბლექ სი არენის” მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა. მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება. აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ, – საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს. შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად, პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს და, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი. ტურიზმში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. ჩვენ შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა, 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი იყო. ასე რომ, ამ მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა,” – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აგრეთვე ყურადღება დაუთმო ავტოსადგურებზე არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მგზავრთა გადაყვანა კი, – კომფორტული და უსაფრთხო.

„ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის, – ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების, და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, – ტურისტების, ვიზიტორებისა და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა, და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს, იგივე, თუნდაც, ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო. იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული. ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროებს სახელმწიფოს ჩართულობას და ჩარევას. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. ჩვენ ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას, პერიოდს იმისთვის, რომ გამოასწორონ ეს პრობლემა და, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით,” – განაცხადა პრემიერმა.

Visited 31 times, 1 visit(s) today