აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს

12/06/2017

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება ბათუმის
შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა და დაახლოებით, 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.
დღეს არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს პრობლემას უქმნის. შედეგად, იქმნება საცობები და სახიფათო საგზაო შემთხვევები. პრობლემის გადასაჭრელად, უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0