აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყოველწლიურ საინვესტიციო ლიმიტებს უზრდის

05/05/2017

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰიკო ნაკაოს ADB-ის წლიურ ფორუმზე შეხვდა და მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის ნდობისათვის და ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტებებს ეხმიანება.
ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 1,62 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. მიმდინარე პროექტების მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 1,05 მილიარდ აშშ დოლარს. ბანკი ერთ-ერთ ყველაზე შეღავათიან რესურსს გასცემს და საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0