აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლით გზასა და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულებას დაფინანსებს

05/05/2017

საქართველოში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა და ამავე საფინანსო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო’სალივანმა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ერთერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია, რომელმაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში ორი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის – ბათუმის შემოვლითი გზისა (140 მლნ აშშ დოლარი) და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულების (90 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსების შესახებ. ორივე მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება სასესხო შეთანხმებას. ამასთან სამუშაოები 2017 წელსვე დაიწყება.
აზიის განვითარების ბანკში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რიკოთის მონაკვეთის ერთერთი ნაწილის დაფინანსების შესახებ, რომელიც 130 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იქნება.
შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის დიმიტრი ქუმსიშვილის იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც ის აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0