აზიური ფაროსანას თემაზე პრესკონფერენცია გაიმართა

14/10/2017

გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პრესკონფერენცია თემაზე აზიური ფაროსანა
პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბატონი ზურაბ ლიპარტია. ასევე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ხათუნა ზახაშვილი და ექსპერტი ბატონი მერაბ იოსავა.
პრესკონფერენციაზე სპიკერებმა ჟურნალისტებს ინფორმაცია და რეკომენდაციები მიაწოდეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შესახებ. კერძოდ, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მოსახლეობამ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ (მექანიკური ღონისძიებები) და რა სადეზინსექციო საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას საცხოვრებელ/საზოგადოებრივი შენობებში. ასევე, რა ღონისძებებს ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებელთან ბრძოლისთვის.
აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) მწერია. იკვებება მეცენარეებით- სოფლის მეურნეობის, სატყეო და დეკორატიული კულტურებით. მწერს მასშტაბური ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსა და სოფლის მეურნეობისთვის. ფაროსანა სითბოს მოყვარული მწერია, მისთვის საჭირო ტემპერატურა 150-330C -ია, ხოლო განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა – 200-250C-ია.
აზიური ფაროსანა ბუნებრივი შერჩევის გამო ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო საშუალება) მიმართ მაღალი მდგრადობით გამოირჩევა.
ზრდასრული აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. წლის ამ მონაკვეთში მათი ნახვა შესაძლებელია: შენობის გარეთ ან შიგნით, კარებზე, ფანჯრებზე, სხვა შემოსასვლელ ადგილებში, ჩამოცვენილ ფოთლებში და გარეთ არსებულ მცენერეებზე.
ზრდასრულ აზიურ ფაროსანას, ისევე როგორც სხვა მავნებლებს, საცხოვრებელში შეღწევა ნაპრალების და ბზარების მეშვეობით შეუძლიათ. ზრდასრული ბაღლინჯო შენობაში შეღწევის შემდგომ იბუდებს თითქმის ყველგან: წიგნის თაროებში, საწოლის და დივნის ქვედა მხარეს, კედლის ნაპრალებში, ფანჯრების და კარების ღრიჭოებში, სხვენში; მავნებელი არ იწვევს მათ სტრუქტურულ დაზიანებას და სახლში არ მრავლდება.
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ.
აზიური ფაროსანას შენობებსა და დახურულ სივრცეებში მოსპობის ყველაზე უსაფრთხო საშუალება – მათი მექანიკური განადგურებაა!
შენობაში აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალება) გამოყებისას დარწმუნდით, რომ შერჩეული პრეპარატის მოხმარება დასაშვებია შენობაში; მოქმედებს აზიურ ფაროსანაზე (მითითებულია, რომ მოქმედებს ბაღლინჯოზე) და დაიცავით მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების წესები!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0