აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით დედაქალაქში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით დედაქალაქში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალურ მოსაზიდ ხაფანგებს(ფერომონებს) ამონტაჟებენ. ადგილები თბილისი მერიასთან შეთანხმებით შეირჩა. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისი მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
ამასთან გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი , მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჯებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

Visited 131 times, 1 visit(s) today