აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ მარტვილში თერმული ნისლის ტექნოლოგიით შიდა გზები, ჩიხები და ქუჩები დამუშავდა. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო. ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით, როგორც ცნობილია, მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ- parosana.ge

Visited 239 times, 1 visit(s) today