აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ღონისძიებები გრძელდება

15/09/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. წამლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით- სამანქანე აგრეგატებით და სატრაქტორო დანადგარებით მიმდინარეობს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 17 ადმინისტრაციული ერთეულის 2010 ჰა, ხოლო აეროზოლით 7 ადმინისტრაციული ერთეულის 417 ჰა სიმინდის მასივი. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები,სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები,მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი) მუშაობს. მთლიანად დამუშავებული ფართობების რაოდენობა 90 000 ჰექტარს აჭარბებს. მათ შორის პირველ ეტაპზე 53 000 ფართობია დამუშავებული , აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა ხობისა და აბაშის მუნიციალიტეტში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0