აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საველე სწავლებები გაიმართა

01/04/2017

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად სწავლების მორიგი ეტაპი იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის სპეციალისტებისთვის სამეგრელოში გაიმართა. წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, ანაკლიის სოფელ დარჩელში თხილის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. ამავდროულად, ზურგსაკიდი აპარატებით ქიმიური შესხურებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე სიმულაციური მეცადინეობები გაიმართა. სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტომოლოგი გრეგორას კრავჩიკი და პროფესორი ალან შროდერი უზიარებენ გამოცდილებას ქართველ სპეციალისტებს. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0