აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა

17/10/2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძემ გამართა ბრფინგი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიური ფაროსანას გავრცელების ინტენსივობის დადგენის მიზნით სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოსთან“ ერთად განახორციელა მონიტორინგი. რისთვისაც გამოყენებული იქნა სპეციალური ფერომონები (მწერის დამჭერი) ქობულეთის ხელვაჩაურის, და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 87 სოფელში დამონტაჟებული იქნა 425 -ზე მეტი ფერომონი. კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 224 ფერომონი 50 სოფელში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 167 ფერომონი 31 სოფელში; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში 34 ფერომონი 6 ადმინისტრაციულ ერთეულში
მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული იქნა ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი იქნა 300 000 ლარი. რეგიონში სრულიად უსასყიდლოდ დამუშავდა თხილის პლანტაციები სულ 3106 ჰა, მათ შორის: ქობულეთის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე 2611 ჰა ფართობი, ქ.ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 495 ჰა ფართობი.
მოახლოებული ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული იქნა 13 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გადანაწილებული იქნა მუნიციპალიტეტებში, ქობულეთი 5300 ლიტრი, ხელვაჩაური – 4200 ლიტრი, ქ. ბათუმი – 2100 ლიტრი, ხოლო, ქედის მუნიციპალიტეტში – 1400 ლიტრი. სულ ისარგებლა 52 000 ათასმა ფერმერმა. ასევე დამატებით გადმოგვეცა 3000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, რომელიც დამატებითი საჭიროებისათვის გადაეცემათ ფერმერებს.
ასევე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით დამატებით გამოყოფილი იქნა 80 000 ლარი, ციტრუსოვანთა პლანტაციებში მაღალი რისკის შემცველი ზონების შესაწამლად.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სულ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა რეგიონის 45 -მდე სოფელში. შეხვედრების ფარგლებში დეტალურად იყო აღწერილი ციტრუსისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით მუნიციპალიტეტზე გადაცემული ბიფენტრინის შემცველი პრეპარატის თავისებურებები, მისი ეფექტურობა და გამოყენების აუცილებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0