„აზიური ფაროსანა“ სიმინდის ყანებში გავრცელდა

14/08/2017

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მარცვლეული კულტურების ნათესებში გავრცელდა საშიში მავნებელი „აზიური ფაროსანა“. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობამ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, საიდანაც ჩამოვიდნენ ფიტოსანტრები და ადგილზე შეისწავლეს არსებული ვითარება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესაბამისი წერილით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრს და სთხოვა დახმარება პრობლემების გადასაჭრელად, რათა დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები. მათი დავალებით მზადდება დოკუმენტები, რათა დადგინდეს სიმინდის ყანების რაოდენობა და განლაგება. ზემდგომი ინსტანციებიდან ველოდებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა მასშტაბურია და აუცილებელია ავიაციის გამოყენება. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა „ამერიკული თეთრი პეპელას“ მეორე თაობის მატლების ძლიერი კერები: სუფსის, ღრმაღელის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის ინსპექტორის ოლივერ გოგუაძის ინფორმაციით, აუცილებელია ნაკვეთების თერმული ნისლით დამუშავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0