აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციები შემუშავდა

08/09/2017

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნების” მიერ, პროგრამა “სტოპ ფაროსანა”-ს ფარგლებში შემუშავებული იქნა ახალი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულია მოსახლეობისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან მათ თავი აზიური ფაროსანასგან და ებრძოლონ მას სახლისა და ნაკვეთის პირობებში.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეკომენდაციები.
აზიური ფაროსანა (სუნიანი ხოჭო, ლათ.: Halyomorpha halys) საქართველოში შემოვიდა 2015 წლიდან აფხაზეთიდან . 2017 წელს, მიუხედავად მთავრობის მიერ ჩატარებული სამკურნალო სამუშაოებისა და ძალისხმევისა, აზიური ფაროსანას პოპულაცია და გავრცელების არე მნიშვნელოვნად გაიზარდა, გურიასა და სამეგრელოში მისმა გავრცელებამ მიიღო მასიური სახე, ხოლო თბილისსა და კახეთში დაფიქსირდა ერთეული შემთხვევები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთილიანად საქართველოს მწვანე ნარგავებს და ეკონომიკას.
სუნიანი ხოჭო იკვებება როგორც თითქმის ყველა სახის პროდუქტით, ასევე დეკორატიული მცენარეებით და აგრო სფეროში იწვევს 70%-მდე მოსავლის განადგურებას.
ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოიყენება როგორც ბიოლოგიური, ასევე ქიმიური პესტიციდები, რომლებიც უფრო ეფექტურია, მაგრამ ბევრად ტოქსიკურია, იწვევს ფუტკრისა და ეკოსისტემის განადგურებას.
სუნიანი ხოჭო ბუდდება ხეხილის ხის მთავარი ღერძის ძირში და ვრცელდება ხის ზედა ნაწილში. წებოვანი ბარიერის გაკეთება 30სმ სიმაღლეზე ხელს შეუშლის კოლონიზაციას. ივნისიდან აუცილებელია გაანადგურეთ კვერცხების მასა, რომელიც ფოთლის უკანა მხარეს არიან დაბუდებული. შეაგროვეთ ხოჭოები და აუცილებლად ჩაყარეთ საპნიან წყალში.
გამოსაზამთრებლად შემოდგომაზე სუნიანი ხოჭო თავს ესხმება შენობებს ან იზამთრებს ტყეში მიწაზე ფოთლებისა და ბალახის შიგნით.
სახლში შემოჭრილი სუნიანი ხოჭოს 60% ბინადრობს სხვენში და საერთო რაოდენობამ შესაძლებელია მიაღწიოს 25 000 ცალს, რომლიც პერსპექტივაში ზაფხულში 3 000 000-მდე გაიზრდება თქვენი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აზიური ფაროსანა არ იკბინებიან და არ არიან დაავადებების გამავრცელებლები, მაგრამ წარმოშობენ არასასიამოვნო სუნს.
არ გამოიყენოთ პესტიციდები სახლის შიგნით.
რეკომენდირებულია ჩაატაროთ შემდეგი ღონისძიებები:
1. დახურეთ სახლში შემომავალი ყველა ღრიჭოები, ნაპრალები, საკვამურზე და ვენტილაციაზე მოათავსეთ ბადეები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახლის იმ მხარეს, რომელიც უყურებს მზის ჩასვლას. ყველაზე ეფექტური არის ბადის გაჭიმვა.
2. სუნიანი ხოჭოს მოშორების ყველაზე ეფექტური მეთოდია მტვერსასრუტის გამოყენება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ, მტვერსასრუტს გაუჩნდება სუნი. ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის შემწოვი მილის დასაწყისში, შიგნით ჩავდოთ ბადისებური წინდა, რათა სუნიანი ხოჭოები შეგროვდნენ წინდაში.
სახლში ყოველთვის უნდა გქონდეთ ჭურჭელი საპნიანი წყლით, რომელშიც ჭერიდან ან კედლებიდან აქანდაზით, ცოცხით ან ხელით ჩამოაგდეთ სუნიანი ხოჭო.
შეგროვებული მწერები აუცილებლად ჩაყარეთ საპნიან წყალში ან სპირტში. არ გადაყაროთ მწერები ნაგავში საპნიან წყალში ან სპირტში დამუშავების გარეშე. თუ სუნიან ხოჭოს გაჭყლიტავთ – წარმოიშვება უსიამოვნო სუნი.
3. შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა, რისთვისაც ღამის ნათურა მოათავსეთ საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე (იხ. სურათი).
მონიტორინგისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა 2ლ ბოთლი, შიგნით მოთავსებული ნათურით ან ფერომენით (იხ. სურათი).
4. სუნიანი ხოჭოს დასაფრთხობად სახლში შეიძლება გამოიყენოთ ნივრიანი წყალი, რომელიც შეიძლება მოვაფრქვიოთ კარის სახელურებს, ფანჯრის რაფებს რამდენიმე დღის განმავლობაში. დამაფრთხობლად ასევე გამოიყენება ეთერზეთები: ევკალიპრი, ლიმონი, ინდური ლავანდა, პიტნა. გააზავეთ კონსისტენციით: 1 ჩაის კოვზი 2 ჭიქა თბილ წყალში.
5. სატყუარად შესაძლებელია ასევე გამოიყენოთ პირსახოცის სატყუარა. გვიან დილით დაასველეთ დიდი პირსახოცი წყალში და დაკიდეთ ეზოში. ხოჭოები იკრიბებიან პირსახოცის სველ ნაოჭებში. პირსახოცი აიღეთ დილით ადრე და სანამ ხოჭოები გააქტიურდებიან ჩაყარეთ საპნიან წყალში.
6. გააკეთეთ თივის ან კარდონის ხაფანგები ბაღში და მოათავსეთ ისინი ეზოში მაღალ მშრალ ადგილას. უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ შიგნით მოვათავსებთ სატყუარა ფორმალინს.
7. ხოჭოს დასაფრთხობად ნაკვეთში და სახლის გარშემო სასურველია დათესოთ სუნიანი მცენარეები: ქრიზანტემა, ბაზილიკი, ნიორი, მწარე წიწაკა, ლავანდა, ლიმონი და ა.შ.
8. არ დავუშვათ აზიური ფაროსანას გადატანა სხვა ტერიტორიაზე: მანქანით, ნაყოფით და ა.შ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0