„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2016-2017 წლებში 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა

21/09/2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.
პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.
30 სკოლიდან ერთ-ერთს პარასკევს, 22 სექტემბერს, 14 საათზე სრულად რეაბილიტირებულ ონის საჯარო სკოლას ამერიკის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი და განათლების და მენციერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საზეიმოდ გახსნიან.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0