აკაკი ზოიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს ჯანდაცვის სფეროს რეფორმებზე ესაუბრა

18/10/2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დღეს შეხვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობენ.
აკაკი ზოიძემ ახალგაზრდებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა. შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია და მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმის თაობაზე, თუ რა არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც შეიძლება საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებმა გადაიღონ, ან კიდევ ჩვენ სხვა ქვეყნებისგან ვისწავლოთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0