აკაკი მაჭუტაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ ეწვია. სამხარეო ადმინისტრაციაში იგი მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მიიღო. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, სტუმარი მხარეში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და რეგიონის პოტენციალით დაინტერესდა, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. გუბერნატორმა თურქეთის ელჩს რეგიონში საინვესტიციო გარემო, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. მხარეები სამომავლოდ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც სტუმრობდა, სადაც თურქოლოგიის კაბინეტი დაათვალიერა და აქ მიმდინარე სამეცნიერო მუშაობას გაეცნო.

Visited 537 times, 1 visit(s) today