აკაკი შენგელიამ სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ მაკვანეთისა და სოფელ ბახვის საჯარო სკოლებში, მიმდინარეობს ფანჯრების, საკლასო ოთახებისა და კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 48 999 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, რომელსაც შპს „ბილდ მენეჯმენტი“ აწარმოებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება. დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში, მიმდინარეობს საკლასო ოთახების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 95 037 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მეგა 8“ აწარმოებს და მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
ნასაკირალის საჯარო სკოლაში მოეწყობა სველი წერტილები. პროექტის ღირებულება 49 500 ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს კი „მშენებელი 777 – 7“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Visited 164 times, 1 visit(s) today