“აკვანების” ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

19/06/2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტში “აკვანებას” VI საუკუნის ეკლესია დგას.ტაძარი ორი ძირითადი მოცულობისაგან შედგება: შედარებით ვრცელი, მაღალი დარბაზული ეკლესია და დაბალი, ეკლესიის თანადროული, სამხრეთის ორნაწილიანი მინაშენი.

ტაძრის მდგომარეობა სავალალო იყო თითქმის არ არსებობდა მთავარი ნავის კედლების საპირე ქვები,ჩამოქცეული იყო სახურავი,ხოლო მინაშენი თითქმის მთლიანად იყო განადგურებული. მიუხედავად ამისა ძეგლის საფუძვლიანად შესწავლამ და ანალიზმა ცხადყო,რომ ადგილზე შემორჩენილ ფრაგმენტებსა და ელემენტებზე დაყრდნობით შესაძლებელი იყო ძეგლის სრული აღდგენა.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად , “აკვანების” ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა,რის შედეგადაც ფასადებზე და ინტერიერში აღდგა საპირე წყობა ტუფის ქვით კირხსნარზე, აღდგა ტრიუმფალური თაღი და კონქი ტუფის ქვისგან ძველი წყობის მიხედვით, კამარა ზემოდან დამუშავდა კირის დუღაბით, ცენტრალური დარბაზის მთელ პერიმეტრზე მოეწყო თარო კარნიზი, მოეწყო მუქი ნაცრისფერი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით.(პროექტით გათვალისწინებული იყო ქართული კრამიტით გადახურვა, ქანობის დახრის გამო შეიცვალა თუნუქით). რადგანაც ფასადზე შემორჩენილი ყველა ქვა მოითხოვდა გამაგრებას, დაიფშვნა ძველი ქვები და შერეულ იქნა სპეციალურად დამზადებულ დუღაბში, ფერის შესანარჩუნებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0