აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციისთვის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

24-25 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. კონფერენცია ქ. თბილისში, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ჩატარდება. კონფერენციის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 24 მაისს, 13:30 საათზე.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა – შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული და პარალელური სხდომების მეშვეობით, დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.
კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://gdsc.mod.gov.ge/

Visited 163 times, 1 visit(s) today