ალექსანდრე ბარამიძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებთან შეხვედრა გამართა

21/06/2016

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შემფასებელი მისიის წევრებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებთან შეხვედრა გამართა. ექსპერტების ვიზიტის მიზანი ქართული კანონმდებლობის ანალიზი და ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მონიტორინგია. შეფასების მისიასთან ალექსანდრე ბარამიძემ ანტიკორუფციული რეფორმის შესახებ ისაუბრა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შემფასებელ მისიას კოორდინაციას უწვეს და მასპინძლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც, ამავე დროს, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოცაა. მისიამ 2016 წელს სახელმწიფოთა შეფასების მეოთხე რაუნდი დაიწყო, რომელიც გულისხმობს კორუფციის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში, შესყიდვებში, პროკურატურის და სასამართლო სიტემის მიმართებით და სხვ. საბოლოო დოკუმენტის მომზადებამდე შეფასების მისია საქართველოს კორუფციის კუთხით არსებული ვითარების გასაცნობად ეწვია. ვიზიტი ოთხ დღეს გასტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0