ალექსანდრე გრიგალავა სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა უფროსებს შეხვდა

01/02/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების უფროსებს შეხვდნენ.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ბაჩილავა და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბავშვთა კვებაზე, ასევე ბაღებში არსებულ საჭიროებებზე, მატერიალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0