ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა

21/06/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და ყოფილი საბურთალოს ქუჩა N85-ში, ამჟამად კი სულხან ცინცაძის ქუჩის N63-ში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის თაობაზე ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა უკანონოდაა გაცემული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აზიანებს.
როგორც საკრებულოს წევრმა ბრიფინგზე აღნიშნა, მან განცხადებით თბილისის პროკურატურასა და დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს უკვე მიმართა.
„აღნიშნულ მისამართზე გაცემულ მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს გეოლოგიური დასკვა. შესაბამისად, სახეზე გვაქვს კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევა “, – განაცხადა ალექსანდრე ესლისაშვილმა.
ბრიფინგს ასევე საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლები და მათი ადვოკატი ლაშა მჭედლიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0