ალექსანდრე ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

19/09/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრებმა ალექსანდრე ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაცხადეს, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირის N22-ში საღი ხეების ჭრა განხორციელდა. აღნიშნულ საკითხზე თბილისის პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მათივე თმით, დღემდე არ გამოძიებულა.
ალექსანდრე ელისაშვილის და დავით ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გაჩნდა კონკრეტული შეკითხვები, რომლებზეც მათ პასუხი არ მიუღიათ. კერძოდ, დეპუტატების ინტერესს ექსპერტიზის დასკვნა და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხები წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0