ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოს ვადაზე ადრე დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა

02/10/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოს ვადაზე დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, მიზეზად ელისაშვილი სამი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილება დაასახელა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს შენობაში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ მისი სამსახურში სიარული, ასევე საკრებულოსა და კომისიების სხდომებში მონაწილეობა შეუძლებელია.
„ვტოვებ თბილისის საკრებულოს. შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს, საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე ჩემს მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს არის ჩემი რეაქცია უკვე მომხდარ მოვლენაზე“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0